logo
ENG



ელისაშვილი: [პარლამენტში] თავს არ დავზოგავთ, 2-ის კი არა, უფრო მეტის საქმეს გავაკეთებთ

21 იან 202117:16
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი: [პარლამენტში] თავს არ დავზოგავთ, 2-ის კი არა, უფრო მეტის საქმეს გავაკეთებთ

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვიული ამბობს, რომ თუკი პარლამენტში შევა, იქ მის თანაპარტიელ ლევან იოსელიანთან ერთად, არა ორის, არამედ, მეტი დეპუტატის საქმეს გააკეტებენ. პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემა "დღის ნიუსრუმში" საუბრისას ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ისინი ხალხის პრობლემებს გააჟღერებენ, რასაც მისი ამომრჩეველიც, "ხალხიც დაინახავს". 

წამყვანის კითხვაზე, იქნება თუ არა მხოლოდ 1-2 ადამიანის რესურსი საკმარისი, ელისაშვილი პასუხობს: "თავს არ დავზოგავთ, რომ ხალხის ხმა ისმოდეს". 

"ჩვენ ორი კაცის კიარა, გაცილებით მეტის გასაკეთებელს გავაკეთებთ იქ [პარლამენტში]. რაც მთავარია, რასაც ხალხს ვპირდებოდით, რომ ხალხის პრობლემების მთქმელები, გამხმოვანებლები ვიქნებოდით, იმას გავაკეთებთ. პატარა კაფეები, რესტორნები, უმუშევრადაა ათიათასობით ადამიანი დარჩენილი, ულუკმაპუროდ და მთავრობამ სუბსიდია ვის მისცა? - დეველოპერებს". [...] ხალხის რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ იქ. ვიჩხუბებთ, ვიბრძოლებთ. იქ არ შევდივართ სასეირნოდ და სასეიროდ. დაინახავს ხალხი ამას", - ამბობს ის. 

დღეს, 21 იანვარს პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ასრულებს. ის ქართულ ოცნებას მიმართავს და აცხადებს, რომ საჯაროდ შეხვედრისთვის მზადაა.

"ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის მოქალაქეების სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში". 

ალეკო ელისაშვილსა და სხვა ოპოზიციონერებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძახა, რაც ის და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპიდნენ. ამის შემდეგ ხაზარაძემ თქვა, რომ ოპოზიციის საერთო შეკრებაზე ელისაშვილი ვეღარ მივა, სხვა ოპოზიციონერებმა კი განაცხადეს, რომ ელისაშვილთან ლაპარაკს აღარ აპირებენ.


close დახურვა